რუსეთის ფედერაციის პენზას რეგიონში, კორონავირუსის ახალი შტამი „კრაკენით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „როსპოტრებნადზორის“ პრესსამსახური იტყობინება.
„კორონავირუსის ვირუსის სუბვარიანტით „ომიკრონი“ - XBB.1.5 „კრაკენით“ ინფექციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა პენზას რეგიონში, როგორც SARS-CoV-2 გენომის თანმიმდევრობის მონიტორინგის მონაცემების ნაწილი“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტი Omicron XBB.1.5 ბოლო რამდენიმე კვირაში მსოფლიოს 29 ქვეყანაში გავრცელდა და ის კორონავირუსის სხვა შტამებისგან განსხვავებით ყველაზე სწრაფად ვრცელდება.
როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, საქართველოში XBB.1.5 სუბვარიანტი ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა და დომინანტურად კვლავ რჩება BA.5 სუბვარიანტი.