იანვარში რუსეთში Lada-ს მანქანების გაყიდვები წლიურ ჭრილში 3,2%-ით შემცირდა და 17 468 ავტომობილი შეადგინა, რაც 27,2%-ით ნაკლებია გასული წლის დეკემბერთან შედარებით. ინფორმაციას AvtoVAZ-ი ავრცელებს.
„2022 წლის იანვარში Lada-ს გაყიდვები 27.2%-ით შემცირდა. მხოლოდ Granta-ს და Niva-ს საშუალებით პრაქტიკულად გავიმეორეთ გაყიდვების შედეგი გასული წლის იანვარში, როდესაც ჩვენმა დილერებმა Lada-ს ექვსი მოდელი გაყიდეს. გარდა ამისა, ბაზრის წილმა, ჩვენი გათვლებით, 40%-ს გადააჭარბა. Lada-ზე მოთხოვნაა რუსებს შორის, ისევე როგორც სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან“, - აცხადებს კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს დიმიტრი კოსტრომინსი.