რუსეთის ფედერაციაში სურთ გააუქმონ სსრკ სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება „ლიეტუვას რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ“. ეს დოკუმენტი, რუსეთის ფედერაციის დეპუტატის ევგენი ფედოროვის თქმით, უკანონოდ იქნა მიღებული.
რუსული მედიის ცნობით, შესაბამისი კანონპროექტი სახელმწიფო დუმაში უკვე შევიდა.
განმარტებით ბარათში, ოფიციალური პირი წერს, რომ თითქოსდა „ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, რუსეთის ფედერაცია აღიარებულ იქნა სსრკ-ს სამართალმემკვიდრედ მის ტერიტორიაზე“.
ფედოროვის თქმით, დოკუმენტს არ შეიძლება ეწოდოს ლეგალური, რადგან ის ეწინააღმდეგება რეფერენდუმის შედეგებს.
ლიეტუვას ხელისუფლებას რუსეთის კანონპროექტზე კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ლიეტუვას რესპუბლიკა ღიად აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინას.
მაისის ბოლოს მან უარი თქვა რუსეთისგან ენერგეტიკული პროდუქტების შეძენაზე. პარალელურად, სახელმწიფომ უკრაინას გაუგზავნა ჯავშანტექნიკის პარტია და სამხედრო სატვირთო მანქანები. ახლახან კი ლიეტუვაში ბაირაქტარისთვის 5 მილიონი ევრო შეგროვდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.