რუსეთში მაისის თვეში ახალი ავტომობილების გაყიდვები 5-ჯერ არის შემცირებული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, გაყიდვების კლებამ 78% შეადგინა. სულ რეალიზებულია 27 458 მსუბუქი ავტომობილი, რაც 2%-ით ნაკლებია აპრილის მონაცემზე. რაც შეეხება კომერციული ავტომობილების გაყიდვას, ის 58%-ით არის შემცირებული წინა წლის მაისთან შედარებით და შეადგინა 8179 ერთეული.
რაც შეეხება საერთო სურათს, იზრდება ჩინური ავტომობილების წილი, რომლებიც იკავებენ ევროპულ-ამერიკული ბრენდების ადგილს, რომლებმაც რუსეთის ბაზარი დატოვეს.
ამაზე მოწმობს ოფიციალური სტატისტიკა, მაგალითად Chery ხუთეულშია, Haval - მეშვიდეზე, ხოლო Geely მეცხრე პოზიციაზე. პირველ 5 ადგილზე გაყიდვებით გავიდნენ Lada (6656), Kia (3576), Hyundai (3097) და Renault (2183); ათეულში ასევე არიან Nissan (1233), Skoda (1095) და Toyota (870).
რუსი სპეციალისტების ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ 2022 წელს ქვეყანაში ახალი ავტომობილების გაყიდვები საუკეთესო შემთხვევაში შემცირდება ⅔-ით, ხოლო ცუდი სცენარის შემთხვევაში, კლება იქნება სამმაგი.