„მაკდონალდსის“ რუსულ ბიზნესს რესტორნების ერთ–ერთი ფრანჩაიზი ალეკსანდრ გოვორი შეიძენ, უთხრეს rbc.ru-ს კომპანიის პრეს–სამსახურში.
კომპანიამ გოვორთან ყიდვა–გაყიდვის შეთანხმების დადების შესახებ განაცხადა. „გარიგების თანახმად, ბატონი გოვორი მთელ სარესტორნო პორტფოლიოს ყიდულობს და სამომავლოდ ახალი ბრენდის ქვეშ განავითარებს მას“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს გარიგება მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა დაადასტურონ. როგორც მოსალოდნელია, გარიგება უახლოებს კვირებში დაიხურება.