გაყიდვების რუსულ საიტ Avito-ზე, გამოჩნდა მაკდონალდსის საკვები პროდუქტების რეალიზაციის მსურველთა მრავალრიცხოვანი განცხადებები.
„რესტორნების ქსელის დახურვამდე ნაყიდი ნაგეტსი და ღვეზელი. ბოლო შანსი უცხოური სიკეთის დასაგემოვნებლად“, - ნათქვამია ერთ-ერთ სარეკლამო განცხადებაში.
მოცემული მომენტისთვის, Avito-ზე ასეთი შინაარსის განცხადებების რაოდენობა რამდენიმე ათასს აჭარბებს. გადამყიდველები მაკდონალდსის პროდუქციის რეალიზებას 3-10-ჯერ ძვირად ცდილობენ.
Radiotavisupleba.ge