იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციაში Windows-ის ლიცენზირებული საოფისე და სხვა IT პროგრამების ყიდვა შესაძლებელი აღარ არის, უცხოელმა მომწოდებლებმა რუსულ კომპანიებს ლიცენზიები შეუწყვიტეს. ამის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ფონზე, რუსეთში არალიცენზირებული პროგრამული მომსახურების ლეგალიზაციას განიხილავენ.
როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის ხელისუფლება სერიოზულად ფიქრობს მეკობრეობის ლეგალიზებას.
რუსეთის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ მოამზადა და განიხილა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ფედერაციაში სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მორატორიუმის შემოღებას ითვალისწინებს მათთვის, ვისაც უცხოურმა კომპანიებმა ლიცენზიების განახლებაზე უთხრეს უარი. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ შიდა პროგრამული უზრუნველყოფა ყოველთვის ვერ ცვლის უცხოურს და ეს ორგანიზაციების მუშაობას აფერხებს.
მოქმედი კანონი რუსეთში მეკობრული პროგრამების გამოყენებისთვის 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.