პარალელური იმპორტის ძალაში შესვლიდა რუსეთს 130 დასახელების პროდუქცია მიეწოდება, საერთო ოდენობით დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ხელმძღვანელმა, დენის მანტუროვმა სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ დამტკიცებული წესი მოქმედებს თვეზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში და ამ პერიოდის განმავლობაში, საბაჟოდან მიღებული ინფორმაციით, დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის, 130-მდე დასახელების პროდუქტია იმპორტირებული ჩვენს ქვეყანაში”, – აცხადებს მინისტრი.
მანტუროვის თქმით, ეს არის ძირითადად მანქანების სათადარიგო ნაწილები, სამომხმარებლო პროდუქტები, რომლებიც მიდის მაღაზიებში და კრიტიკული იმპორტი, რომლის პირდაპირ მიწოდებაზეც რუსეთის უცხოელმა პარტნიორებმა უარი განაცხადეს.
წყარო: bfm.ge