რუსული ,,კომერსანტი,, საგადახდო სისტემა Мир-ის ბარათებთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებებს ეხმაურება.
,,საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეგვახსენა, რომ ქვეყანაში Мир-ის სახელით ცნობილ რუსეთის გადახდის სისტემის ბარათებს არ ემსახურებიან.
ამ ბარათების მიღება მომსახურეობის გადახდის საშუალებად – კანონის დარღვევაა.
უფრო ადრე, ქართულმა ავიაკომპანიამ Georgian Airways-მა, დაუშვა Мир-ის ბართებით გადახდა, თუმცა ამ სისტემას არ ემსახურება არც ერთი ბანკი და საგადახდო მომსახურების არც ერთი პროვაიდერი.შესაბამისად, საქართველოში მომუშავე ორგანიზაცია თუ ემსახურება საგადახდო კომპანიას, რომელსაც არ აქვს რეგისტრაცია, ის არღვევს საქართველოს კანონს საგადახდო სისტემებზე და გადახდის მომსახურებაზე…
,,და ეს კვალიფიცირდება როგორც უკანონო კომერციული საქმიანობა,,-ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
შეგახსენებთ რომ მარტში ქართულმა ავიაკომპანიამ Georgian Airways-მა, საგადახდო სიატემა Мир-ის ბარათები დაამატა თავისი ბილეთების გაყიდვის საშუალებებს, თუმცა მოგვიანებით გააუქმა ეს გადაწყვეტილება და ისევ აკრძალა ,,Мир,, ის ბართებით ბილეთების გაყიდვა.
მანამდე, Visa-მ და MasterCard-მა აკრძალეს რუსული ბარათების მომსახურება და უკრაინაში რუსული სხედრო ოპერაციის საპასუხოდ, მთელი რიგი რუსული ბანკები SWIFT-იდან გათიშეს…,,-წერს რუსული კომერსანტი.
წყარო: timer.ge