რუსეთში ბოლო 7 წლის რეკორდული ინფლაცია დაფიქსირდა. როსსტატმა 2022 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც ადასტურებს, რომ ომმა და დასავლურმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდივა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რომელიც 500 საქონლისა და მომსახურების მიხედვით იზომება, წლის განმავლობაში 11,94%-ით გაიზარდა.
2021 წელთან შედარებით ინფლაცია მესამედით დაჩქარდა, 2020 წელთან შედარებით - 2,5-ჯერ, რითაც ბოლო 7 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
სურსათთან ერთად გაძვირდა არასასურსათო პროდუქტებიც, სადაც ყველაზე მეტად გაძვირდა სარეცხი და საწმენდი საშუალებები (+29,82%), ელექტროსაქონელი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა (+15,26%) .