რუსეთში რესტორნები და კაფეები სურსათით მომარაგებაში პრობლემებს აწყდებიან. ამის შესახებ რუსული გამოცემა „იზვესტია“ რუსეთის რესტორატორთა და ოტელიერთა ფედერაციაზე დაყრდნობით წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
ფედერაციაში აღნიშნეს, რომ შეფერხებებია ბოსტნეულით, სალათის ფოთლითა და თევზის ზოგიერთი სახეობით მომარაგების მხრივ.
რესტორატორები ამბობენ, რომ მიწოდების შეფერხებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა პროდუქტის ფასი. მათი თქმით, ზოგიერთ კატეგორიაზე ფასები 30–80%–ით არის გაზრდილი. ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელებია გაძვირებული.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბოსტნეულზე საიმპორტო გადასახადის განულების ინიციატივა წამოაყენა და ეს შეღავათი 30 სექტემბრამდე უნდა გაგრძელდეს. ამის მიზეზად სამინისტროში შიდა ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ასახელებენ.