რუსეთში McDonald's 2023 წლამდე არ გაიხსნება - რა უჯდება კომპანიას ქვეყნიდან გასვლა

რუსეთში McDonald's 2023 წლამდე არ გაიხსნება - რა უჯდება კომპანიას ქვეყნიდან გასვლა

access_time2022-03-20 13:18:03

უოლ სტრიტის ანალიტიკოსებმა McDonald's-ის 2022 და 2023 წლების მოგებაზე პროგნოზები შეამცირეს. Reuters-ის შეფასებით, ამის მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია, რის გამოც დასავლური კომპანიების გლობალური ხარჯები იზრდება.

ამ კვირაში Morgan Stanley-მ განაცხადა, რომ სწრაფი კვების კომპანიისგან წელს აქციაზე 9,25 დოლარის,ხოლო 2023 წლისთვის 10,62 დოლარის სუფთა მოგებას მოელის, რაც მიმდინარე წლისთვის 8%-იანი, ხოლო მომავალი წლისთვის 3%-იანი დაცემაა.

მანამდე კვლევითმა კომპანია Gordon Haskett-მა McDonald's-ის 2022 წლის მოგება 5%-ით, ანუ აქციაზე 9,75 დოლარით, ხოლო 2023 წლისთვის 3%-ით, 10,66 დოლარამდე შეამცირა.

ამერიკული ბურგერების ქსელი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მოსკოვში, პოსტსაბჭოთა ეპოქაში გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ რუსეთში 847 რესტორნი დახურა, იჯარასა და 62 000 თანამშრომლის ხელფასს დღემდე იხდის. ის, ასევე,ხელფასს უკრაინელ თანამშრომლებსაც უხდის. ვარაუდობენ, რომ ხარჯი ყოველთვიურად 50 მლნ დოლარს, ხოლო წლის ბოლომდე, მინიმუმ, 450 მლნ დოლარს შეადგენს.

Gordon Haskett-ის მონაცემებით, McDonald's-ის რუსეთისა და უკრაინის რესტორნები, რომლებიც ახლა დახურულია, როგორც წესი, ყოველ წლიურად, დაახლოებით, 310 მლნ დოლარის საოპერაციო მოგებას გამოიმუშავებენ.

ჩიკაგოში დაფუძნებულ კომპანია McDonald's-ს, ასევე, ემუქრება პოტენციური დარტყმები რუსეთში მისი აქტივების ღირებულებაზე, რაც შესაძლოა, შემცირდეს ან ადგილობრივ მფლობელზე გაიყიდოს ანდა მთავრობის მხრიდან კონფისკაციას დაექვემდებაროს. ეს ფაქტორი მოგების შემცირების პროგნოზში Morgan Stanley-ის არ გაუთვალისწინებია.

თუმცა ბანკი McDonald's-ის აქციებს მაინც მიმზიდველად მიიჩნევს, რადგან მათ გაურკვეველ სამომხმარებლო გარემოში გაძლება შეუძლიათ.


McDonald's, სწრაფი კვების სხვა გლობალური ქსელებთან შედარებით, რუსეთთან უფრო მეტად არის დაკავშირებული. ის ქვეყანაში 1990 წელს შევიდა და იქ სწრაფი კვების ობიექტების 84%-ს ფლობს.

სხვა ბრენდები, მათ შორის Starbucks და Burger King რუსეთში ნაკლებად არიან წარმოდგენილი. ისინი რესტორნებს, ძირითადად, დამოუკიდებელ ოპერატორებთან ერთობლივი საწარმოებისა და ფრენჩაიზის ხელშეკრულებებით ფლობენ.

McDonald's-ის შემდეგ, რუსეთში ყველაზე მეტად KFC-ისა და Pizza Hut-ის მშობელი კომპანია, Yum Brandsარის წარმოდგენილი. Gordon Haskett-ის ანალიტიკოსების მონაცემებით, რუსეთისა და უკრაინის ქსელი Yum Brands-ის კონსოლიდირებული საოპერაციო შემოსავლის, დაახლოებით, 3%შეადგენს, რაც, 2021 წლის მაჩვენებლების მიხედვით, დაახლოებით, 64 მლნ დოლარია.


Refinitiv-ის მონაცემებით, 2021 წელს McDonald's-ისგლობალურმა საოპერაციო შემოსავალმა 10,4 მლრდ დოლარს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ McDonald's-ის თქმით, რუსეთში ქსელის დახურვა დროებითია, Gordon Haskett-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, რუსეთში სწრაფი კვების რესტორნები 2023 წლამდე არ გაიხსნება.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up