რუსეთში, ტიუმენის ოლქის შემადგენლობაში შესული, ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგის საიდუმლო დოკუმენტები გამოყენებული იქნება ტუალეტის ქაღალდის დასამზადებლად. იდეა, რომელსაც მხარი რეგიონულმა ხელისუფლებამ დაუჭირა, შპს „არასაუწყებო არქივის“ დირექტორმა რიშატ ვალიევმა გააჟღერა.
„ჩვენი საწარმო თვეში 20-დან 40 ტონამდე საიდუმლო დოკუმენტს ანადგურებს მთელი რაიონიდან. ეს არის ბანკების, ნავთობკომპანიების, სამთავრობო დეპარტამენტებისა და დაწესებულებების კონფიდენციალური დოკუმენტები. ეს არის ყველა ის დოკუმენტი, რომელიც არ უნდა გადააგდოთ ნაგავსაყრელზე. ისინი ჯერ უნდა განადგურდეს. აქედან დაახლოებით 400 000 რულონამდე ტუალეტის ქაღალდის წარმოებას შევძლებთ“, - განაცხადა ვალიევმა.
ვალიევის თქმით, საიდუმლო დოკუმენტებიდან დამზადებული ტუალეტის ქაღალდი 10-15%-ით იაფი ეღირება, ვიდრე კონკურენტების მიერ წარმოებული პროდუქცია. ადგილობრივი სავაჭრო ცენტრები კი ვალდებულნი იქნებიან პროდუქციის რეალიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შედეგად მოახდინონ.
შპს „არასაუწყებო არქივის“ დირექტორის იდეა ადგილობრივ ხელისუფლებაში მოიწონეს და მას მხარდაჭერას დაჰპირდნენ, წერს ura.news-ი.