რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. ამის შესახებ ინფორმაცისDeutsche Welle ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასტრახანის ოლქიდან გაშვებულმა რაკეტამ სამიზნე ყაზახეთში მდებარე პოლიგონზე გაანადგურა. მოსკოვში აცხადებენ, რაკეტის გამოცდა წარმატებული იყო და „ამან დაასაბუთა იმ კონსტრუქციული და ტექნიკური გადაწყვეტილებების სისწორე, რომელსაც რუსეთი მიმართავს ახალი სტრატეგიული დანიშნულების მქონე სარაკეტო კომპლექსებზე მუშაობისას“.