რუსეთში სალარო აპარატის ქაღალდის დეფიციტია. მაღაზიებს უფლება მისცეს, რომ დროებით მომხმარებელზე ქვითარი არ გასცენ, რის გამოც არ დაჯარიმდებიან.
ვაჭრობისა და წარმოების მინისტრის მოადგილემ, ვიქტორ ევტუხოვმა განაცხადა, რომ სალარო აპარატის ქაღალდის უმსხვილეს მწარმოებლებსა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთაგან არც ერთს არ განუცხადებია, რომ სალარო ქაღალდთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი სიგნალები გაჩნდა, რუსეთის საგადასახადო სამსახურმა გადაწყვიტა ქვითრის არგაცემის გამო დროებით არ დააჯარიმოს მაღაზიები. თუმცა მოქალაქის მოთხოვნის შემთხვევაში ქვითარი აუცილებლად უნდა გასცენ. უახლოეს დროში იგეგმება ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა“, - განაცხადა ევტუხოვმა.