რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავების 79% ლიზინგითაა გაცემული - ვის ეკუთვნის საჰაერო ხომალდები

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავების 79% ლიზინგითაა გაცემული - ვის ეკუთვნის საჰაერო ხომალდები

access_time2022-03-01 09:30:00

დასავლეთის სანქციების შემდეგ უცხოური სალიზინგე კომპანიები რუსულ ავიაკომპანიებთან ასობით თვითმფრინავზე საიჯარო კონტრაქტებს აუქმებენ.



გადაწყვეტილება უკვე მიიღო ირლანდიურმა AerCap-მა, ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას გეგმავს სინგაპურული სალიზინგო კომპანია BOC Aviation-ი. Reuters-ის ცნობით, აზიური კომპანია BOC Aviation რუსეთში მყოფი თვითმფრინავების დაბრუნებასა და ხელშეკრულების 28 მარტამდე შეწყვეტას მოითხოვს. კომპანია შიშობს, რომ მათი უმეტესობა ევროკავშირის სანქციებით დაზარალდება. ამის შესახებ BOC Aviation-ის განცხადებაში არის ნათქვამი. სალიზინგე BOC აცხადებს, რომ რუსეთში 18 თვითმფრინავი ჰყავს, რაც მის საკუთრებაში არსებული ფლოტის 4,5%-ს წარმოადგენს. მას კონტრაქტები აქვს „აეროფლოტის“ შვილობილ კომპანია Pobeda-სთან, ასევე, Ural Airlines-თან, S7 Airlines-თან, AirBridgeCargo Airlines-სა და Rossiya Airlines-თან.



ანალიტიკური ფირმა Cirium-ის მონაცემებით, რუსულ ავიაკომპანიებს მომსახურეობაში 980 სამგზავრო თვითმფრინავი აქვთ, საიდანაც 777 ლიზინგით არის გაცემული. აქედან ორი მესამედი, ანუ 515 თვითმფრინავი, რომლის საბაზრო ღირებულებაც, დაახლოებით, 10 მლრდ დოლარია, ძირითადად, ირლანდიაში დაფუძნებული კომპანიების საკუთრებაა.



საავიაციო საკონსულტაციო კომპანია IBA-ს მიხედვით, მსოფლიოში უმსხვილესი სალიზინგო კომპანია, AerCap Holdings რუსეთსა და უკრაინაში ყველაზე მეტად, 152 თვითმფრინავით არის წარმოდგენილი. AerCap-მა განაცხადა, რომ სანქციების შესაბამისად, რუსულ ავიაკომპანიებთან სალიზინგო საქმიანობას შეწყვეტს. კომპანიის მონაცემებით, 31 დეკემბრის მდგომარეობით, რუსულ ავიაკომპანიებზე მისი ფლოტის 5% იყო იჯარით გაცემული. AerCap-ის ვებგვერდზე წერია, რომ მთლიან სალიზინგე პორტფელში 2000-ზე მეტი თვითმფრინავი აქვს. მის რუს კლიენტებს შორის არიან Aeroflot, S7 Airlines, Rossiya, Azur Air და Ural Airlines.




Avolon მსოფლიოში სიდიდით მეორე სალიზინგე კომპანიაა. მას 550-ზე მეტი თვითმფრინავის საერთო ფლოტიდან, 20-ზე ნაკლები თვითმფრინავი რუსეთში, ხოლო ერთი ან ორი თვითმფრინავი უკრაინაში ჰყავს. ამის შესახებ Reuters-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, დომნალ სლატერმა განუცხადა. ის შიშობს, რომ SWIFT-ის საშუალებით საერთაშორისო გადარიცხვების სანქციების შედეგად, რუსულ ავიაკომპანიებს გადასახადების გადახდა გაუჭირდებათ.



Dubai Aerospace Enterprise-ის (DAE) მომხმარებლებს შორის, მინიმუმ, სამი რუსული ავიაკომპანიაა, მათ შორის არის Aeroflot. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე წერია.



Novus Aviation Capital-ის თანააღმასრულებელმა მდივანმა, მუნირ კუზბარმა Reuters-ს განუცხადა, რომ კომპანიას რუსეთში თვითმფრინავი არ ჰყავდა, თუმცა სალიზინგო ხეშეკრულებების მასიური გაუქმება გლობალურ საიჯარო განაკვეთებსა და თვითმფრინავების ღირებულებაზე იმოქმედებს.



BPN.GE








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up