სტრატეგიული კვლევების ცენტრის (CSR) პროგნოზით, 2022 წლის ბოლომდე რუსეთის ეკონომიკაში სამუშაო ადგილები შესაძლოა 2 მილიონით შემცირდეს, რის გამოც ქვეყანაში უმუშევრობის დონე ახლანდელი 4,4%-დან 7,1-7,8%-მდე გაიზრდება. უფრო ოპტიმისტური პროგნოზით, მაჩვენებელი 6,4-6,5%-მდე გაიზრდება.
CSR-ი რუსეთის შრომის ბაზრის განვითარების ორ სავარაუდო სცენარს განიხილავს:
პირველ შემთხვევაში, ეკონომიკა რეცესიაში შევა მოხდება და უმუშევრობის დონე ამჟამინდელი 4,4%-დან 6,4-6,5%-მდე გაიზრდება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.
მეორე სცენარის მიხედვით, ეკონომიკაში დაახლოებით 2 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვის გამო, 2022 წლის ბოლომდე უმუშევრობა 7.1-7.8%-მდე გაიზრდება, მაგრამ 2023 წლის ზაფხულისთვის შრომის ბაზარი აღდგენას დაიწყებს.
ანალიტიკოსების მოლოდინებით, სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდება საავტომობილო ინდუსტრიაში, მეტალურგიასა და მშენებლობაში, ანუ იმ ინდუსტრიებში, რომლებიც უფრო მეტად არიან დამოკიდებული იმპორტირებულ კომპონენტებზე (საავტომობილო მრეწველობა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა), ასევე იმ ინდუსტრიებში, რომლებმაც დაკარგეს გარე (მეტალურგია, სასუქის წარმოება) ან შიდა (მშენებლობა) გაყიდვების ბაზრები სანქციების შედეგად.
სპეციალისტები მუშა ხელის დეფიციტსა და საჭიროების ზრდას აანონსებენ მსუბუქ ინდუსტრიასა და IT სფეროში. ესაა ინდუსტრიები, რომლებშიც ხდება ძირითადი კონკურენტების ბაზრიდან გასვლა (ტექსტილის წარმოება, IT), არსებობს იმპორტირებული პროდუქციის ღირებულების ზრდის ფაქტორი რუბლის გაუფასურების გამო, ასევე ინდუსტრიები, რომლებშიც უცხოური მიწოდების ნაწილი შეჩერებულია სანქციების გამო (მიკროელექტრონიკა, ტელეკომუნიკაცია, აღჭურვილობა). მათი პროგნოზით,ამ ინდუსტრიებში დაფიქსირდება პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა რუსეთის შიგნით და შესაბამისად, მათ საწამოებლად დასჭირდებათ პერსონალი.
ასე რომ, სპეციალისტების პროგნოზით, ამ ინდუსტრიებში მუშახელის მოთხოვნამ შესაძლოა ნაწილობრივ აანაზღაუროს სამუშაო ადგილების დანაკარგი სხვა სფეროებში, თუმცა, უცნობია, რამდენად მოუწევთ ან შეძლებენ თუ არა “მიგრანტი” თანამშრომლები ახალი პროფესიული უნარების შესწავლას.