რუსეთში სანქციების გამო თევზის კონსერვების საწარმოებლად თუნუქის დეფიციტი შეიქმნა

რუსეთში სანქციების გამო თევზის კონსერვების საწარმოებლად თუნუქის დეფიციტი შეიქმნა

access_time2022-05-17 17:00:00

რუსეთის თევზჭერის ფედერალური სააგენტო („როსრიბოლოვსტვო“) თევზის საკონსერვო ქილების წარმოებისთვის სანქციების გამო თუნუქის სერიოზულ დეფიციტს განიცდის, რის გამოც აპრილში თუნუქის შეფუთვის ფასი, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 65-80%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტოსა და ვიცე-პრემიერ ვიქტორია აბრამჩენკოს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომლის ოქმიც „იზვესტიამ“ მოიპოვა.


შეხვედრის ოქმიდან ირკვევა, რომ შეფუთვის გაძვირება გამოწვეულია ნედლეულის ნაკლებობით, რადგან თუნუქისა და ქილების იმპორტი რუსეთში შემცირდა, ხოლო შიდა წარმოების თეთრი თუნუქის რაოდენობა საკმარისი არ არის. თეთრი თუნუქი სპეციალურად საკვები პროდუქტების კონსერვაციისთვის არის განკუთვნილი და კალის დამცავი ფენით არის დაფარული. ამჟამად რუსეთში მასალა ძირითადად ჩინეთიდან შედის. თუმცა ადრე ფედერაციას ლითონისა და ტარის რამდენიმე იმპორტიორი ჰყავდა.


უწყებაში განმარტავენ, რომ ლითონის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამიტომ იაფი პროდუქტების მწარმოებლებს ტარის წარმოების ღირებულება მეტად გაეზარდათ. „რიბნიი სოიუზის“ მონაცემებით, დაკონსერვებული საკვები გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით, 28%-ით გაძვირდა. თევზის შპროტის თითო ქილის თვითღირებულება ამჟამად, საშუალოდ, 120 რუბლამდეა (1.86 დოლარამდეა), ხიზილალას ქილის კი - დაახლოებით, 70 რუბლია (1.08 დოლარია).


რუსული ქარხნები ქილების საწარმოებლად თეთრ თუნუქს, ასევე, მზა ტარებს, როგორ წესი, ევროპაში, იაპონიასა და ჩინეთში ყიდულობდნენ. რუსეთის თევზის მრეწველობის ასოციაციაში აცხადებენ, რომ მართალია, მსხვილ საკონსერვო ქარხნებს ქილების წარმოების საკუთარი სიმძლავრე აქვთ, მაგრამ ისინი საზღვარგარეთიდან ლითონის მიწოდებაზე არიან დამოკიდებული. ასოციაციის პრეზიდენტი, გერმან ზვერევი ამობოს, რომ სანქციების გამო იმპორტი მხოლოდ ჩინეთიდან არის შესაძლებელი. მისი თქმით, მართალია, ქვეყანაში კვების პროდუქტებისთვის გათვლილი თეთრი თუნუქის წარმოების რამდენიმე საწარმოა, მაგრამ ისინი შეკვეთების გაზრდილ მოცულობას ვერ უმკავლდებიან. ექსპერტის შეფასებით, თებერვალ-მარტში დოლართან მიმართებაში რუბლის მკვეთრმა გაუფასურებამ თუნუქისა და შესაბამისად, თუნუქის ქილების ფასების ზრდა გამოიწვია.



„როსრიბოლოვსტვოს“ მონაცემებით, ქვეყანაში საკონსერვო წარმოება პირველ კვარტალში, ანუ იანვარ-მარტში 49,7 ათას ტონამდე გაიზარდა, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 10%-ით მეტია.


„რიბნიი სოიუზის“ შეფასებით, თუნუქის პრობლემები „არამეგობრული“ სახელმწიფოების სანქციებით გამოწვეულმა მიწოდების ჯაჭვის დარღვევამ განაპირობა. ადრე ქილების დასამზადებლად გერმანულ მასალას იყენებდნენ, სანქციების შემდეგ კი ლითონის ქილების მწარმოებლები ჩინურ და რუსულ თუნუქზე გადავიდნენ. გარდა ამისა, ჩინეთიდან მზა ქილების მიწოდება გაიზარდა. თუნუქის კონტეინერების მწარმოებლები ლოგისტიკური ჯაჭვის კონფიგურაციას ეწევიან და მიწოდების ალტერნატიულ არხებს, ახალ პარტნიორებს ეძებენ.


bpn.ge



თეგები:
სანქციები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up