რუსეთში სასამართლომ „ნოვაია გაზეტას“ ლიცენზია ჩამოართვა

რუსეთში სასამართლომ „ნოვაია გაზეტას“ ლიცენზია ჩამოართვა

access_time2022-09-05 16:20:00

მოსკოვის სასამართლომ ლიცენზია ჩამოართვა „ნოვაია გაზეტას“ - დამოუკიდებელ გამოცემას, რომლის დაარსებაც ნაწილობრივ დაფინანსდა ყოფილი საბჭოთა ლიდერის, მიხაილ გორბაჩოვის მიერ 1990 წელს მშვიდობის დარგში მიღებული ნობელის პრემიის ფულით. ერთ წელზე ნაკლები დროის წინ, 2021 წელს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, დმიტრი მურატოვმა.


ბასმანის საოლქო სასამართლომ 5 სექტემბერს განაცხადა, რომ გამოცემის ლიცენზია გააუქმა ქვეყნის მედიის მარეგულირებელი უწყების, როსკომნადზორის თხოვნის საფუძველზე. რუსეთის ამ, ერთ-ერთი უკანასკნელი დამოუკიდებელი გამოცემის წინააღმდეგ როსკომნადზორმა საჩივარი შეიტანა ივლისის ბოლოს - განაცხადა, რომ მფლობელის შეცვლის შემდეგ გაზეთის სარედაქციო საბჭომ იუსტიციის სამინისტროს ვერ წარუდგინა გამოცემის ახალი ქარტია. „ნოვაია გაზეტას“ ადვოკატები კი აცხადებენ, რომ 2006 წელს განხორციელებული ცვლილებები არ საჭიროებდა ქარტიის წარდგენას სახელმწიფო უწყებებისთვის.


„ეს არის მორყეული და სრულიად პოლიტიკური გადაწყვეტილება, მას არანაირი კანონიერი საფუძველი არ აქვს“ - წერს მურატოვი ტვიტერით Novaya gazeta. Europe-ის გვერდზე. მურატოვი დასძენს, რომ გამოცემა განაჩენს გაასაჩივრებს.


„ნოვაია გაზეტა“ 1993 წელს გამოვიდა და ბოლო დრომდე რჩებოდა ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტიან გამოცემად პოსტ-საბჭოთა რუსეთში. ქვეყნის შიგნით გამოსვლა მან მარტში შეწყვიტა, მას მერე, რაც იძულებული გახდა ვებსაიტიდან აეღო მასალები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ.



„„ნოვაია გაზეტას“ წინააღმდეგ მიღებული განაჩენი მორიგი დარტყმაა რუსეთის მედიის დამოუკიდებლობაზე“ - წერს გაეროს ადამიანის უფლებების ოფისის პრესმდივანი, რავინა შამდასანი განცხადებაში და დასძენს, რომ მედიის მუშაობა კიდევ უფრო გართულდა იმ ლეგალური შეზღუდვებით და მზარდი სახელმწიფო კონტროლით, რომლებიც მოჰყვა რუსეთის ფედერაციის თავდასხმას უკრაინაზე.


მას მერე, რაც გაზეთმა გამოსვლა შეწყვიტა რუსეთში, ავტორთა ნაწილმა ქვეყანა დატოვა და ლატვიის დედაქალაქ რიგიდან შექმნა ახალი მედიასაშუალება Novaya gazeta. Europe. როსკომნადზორმა ქვეყნის შიგნით ეს ვებსაიტიც დაბლოკა.



www.radiotavisupleba.ge



თეგები:
ლიცენზია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up