რუსეთის ფედერაციაში შეიძლება განახლდეს “ვოლგასა” და “პობედას” მარკის მანქანების წარმოება, რომლებიც საბჭოთა პერიოდში არსებობდა.
ამის შესახებ რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, დენის მანტუროვმა 17 ივნისს ტელეარხ RBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
”კოლეგებს აქვთ გეგმები აღადგინონ, მაგალითად, ვოლგა ან პობედა, ან ორივე ერთად”, – თქვა მან.
ჟურნალისტებმა მინისტრისგან დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ვერ მოახერხეს – მან თავი აარიდა პასუხის გაცემასაც კითხვაზე, თუ იწარმოებოდა ასეთი მანქანები ნიჟნი ნოვგოროდში.
წყარო: bfm.ge