18 აგვისტოს მოსკოვში Starbucks-ის ყოფილი მაღაზიები ხელახლა Stars Coffee-ს სახელით გაიხსნა.- ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ Starbucks-მა რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო დატოვა.
Stars Coffee, რომელმაც ხუთშაბათს თავისი პირველი მოსკოვის კაფე გახსნა, პუტინის მომხრე რეპერს და რესტავრატორს ეკუთვნის. Starbucks- მა თავისი კაფეები რუსეთში, მარტში დახურა, ხოლო კომპანია რუსეთიდან მაისში გავიდა. Starbucks-ს რუსეთში 130 მაღაზია ჰქონდა და 2000 თანამშრომელს ასაქმებდა, რომელთაც სრული ანაზღაურება შემოდგომამდე უნარჩუნდებათ.
Stars-ის თანამფლობელმა, რესტავრატორმა ანტონ პინსკიმ თქვა, რომ მაღაზიები ეტაპობრივად გაიხსნება.
Stars Coffee-ს ლოგო Starbucks-ის მსგავსია და მასში გამოსახულია ქალი წრის ცენტრში, თუმცა ორიგინალი Starbucks-ისგან განსხვავებით მასში ქალს ტრადიციული რუსული თავსაბურავი ახურავს.
როგორც პინსკიმ აღნიშნა, ამ ორ სურათს შორის არაფერია საერთო გარდა მათი წრიული ფორმისა. ლოგოებს და სახელებს შორის მსგავსებაზე Starbucks კომენტარი არ გაუკეთებია. გამომდინარე იქიდან, რომ Starbucks —მისი საწარმოო ბაზა ჰქონდა, Stars coffee-ს ახალ მფლობელებს ახალი მომწოდებლის მოძებნა დასჭირდათ.
„ჩვენ ვიპოვეთ სხვა მომწოდებლები და ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს პროდუქტი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება“ - აღნიშნა რეპერმა ტიმატიმ და კომპანიის სხვა თანამშრომლებმა.