მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ შპს რადიო თავისუფლება გაკოტრებულად გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ „რადიო თავისუფლება“ რუსეთის ხელისუფლების მიერ უცხოურ აგენტადაა აღიარებული. ინფორაციას რუსული პრესა ავრცელებს.
სასამართლომ ორგანიზაციასთან დაკავშირებით მონიტორინგის პროცედურა 2022 წლის აგვისტოში რუსეთის მე-7 ფედერალური საგადასახადო სამსახურის მოთხოვნით, რადიოსადგურის 6 მილიონ რუბლზე მეტი საგადასახადო დავალიანების გამო, დაიწყო. შემდგომში სასამართლომ კრედიტორების დამატებითი მოთხოვნა შეიტანა რეესტრში, რომელიც 750 მილიონ რუბლს აღემატებოდა.
რუსული პრესის ინფორმაციით, რადიო თავისუფლების მიერ დაწესებული ჯარიმების ოდენობამ 1064 მილიონ რუბლს გადააჭარბა. რუსეთში მედიაორგანიზაციის საიტები „უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის შესახებ არასანდო ინფორმაციის შემცველი საინფორმაციო მასალების სისტემატური განთავსების გამო დაბლოკილია“, - წერს ინტერფაქსი.