რუსეთში უცხოური ონლაინ ვაჭრობის ბრუნვა განახევრდა

რუსეთში უცხოური ონლაინ ვაჭრობის ბრუნვა განახევრდა

access_time2022-06-07 11:10:00

რუსეთში ტრანსსასაზღვრო ონლაინ ვაჭრობის ბრუნვა აპრილში, წინა წელთან შედარებით, 51%-ით შემცირდა და 11,7 მლრდ რუბლი (189 969 915 დოლარი) შეადგინა. ამის შესახებ „იზვესტია“ ინტერნეტ სავაჭრო კომპანიების ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.


ამ მონაცემებით, ელექტრონული კომერციის მთლიან მოცულობაში უცხოური შესყიდვების წილი მხოლოდ 3% იყო, მაშინ, როცა 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 13%-ს მიაღწია.


ბრუნვა თითქმის ყველა კატეგორიაში შემცირდა:


ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 92%-ით
სილამაზე და ჯანმრთელობა - 39%-ით
ავეჯი და საყოფაცხოვრებო საქონელი - 31%-ით
ავტონაწილები ​​– 25%-ით
ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა - 19%-ით




უცხოური ონლაინ პლატფორმებიდან 2021 წელს რუსებს შორის ყველაზე პოპულარული იყო AliExpress, 201,1 მლრდ რუბლის (3,279,477,306 დოლარის) ბრუნვით, ასევე, Asos, რომლის ბრუნვაც 67,2 მლრდ რუბლს (1,096,729,208 დოლარს) შეადგენდა და eBay, 40 მლრდ რუბლის (652,815,005 დოლარის) ბრუნვით. თუმცა ამჟამად რუსეთში მუშაობას მხოლოდ AliExpress განაგრძობს.


რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ონლაინ-მოვაჭრეთა ასოციაციის მონაცემები გაბერილად მიიჩნია. უწყების ცნობით, უცხოურ ონლაინ მაღაზიებში რუსების შესყიდვები წლის განმავლობაში 51%-ით კი არა, 30-35%-ით შემცირდა. სამინისტრომ ეს ტენდენცია რუბლის კურსის მაღალი ცვალებადობითა და სანქციების გამო გადახდის პრობლემებით ახსნა.


ეკონომიკის სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ბაზრიდან გასული უცხოური საქონელი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების პროდუქციამ ჩაანაცვლოს, რომელშიც რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი არის გაწევრიანებული.


Infoline-Analytics-ის ხელმძღვანელმა, მიხაილ ბურმისტროვმა „იზვესტიასთან“ ინტერვიუს დროს ეჭვი გამოთქვა იმაზე, თითქოს ევრაზიული კავშირის პროდუქციას ევროპული და ამერიკული საქონლის ჩანაცვლება შეუძლია. თუმცა ის არ გამორიცხავს იმ სქემების შექმნას, რომლითაც უცხოური პროდუქცია რუსეთს კავშირის წევრი ქვეყნების მეშვეობით მიეწოდება.


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up