რუსეთში უმუშევრობის კრიზისი ძლიერდება

რუსეთში უმუშევრობის კრიზისი ძლიერდება

access_time2022-04-10 15:04:47

შემდეგი ეკონომიკური რყევა რუსეთში, სავარაუდოდ, შრომის ბაზრის გავლით მოხდება. უმუშევრობა რუსეთში მომდევნო თვეების განმავლობაში გაძლიერდება და ახალ სირთულეებს მოუტანს ერს, რომელიც მთელი რიგი შოკებით უკვე დაზარალდა.

Bloomberg-ის გამოკითხვის მიხედვით, ქვეყანაში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უმუშევრობა, სავარაუდოდ, დეკადის განმავლობაში პირველად, 9%-ს გადააჭარბებს.

მოსკოვის სტრატეგიული კვლევების ცენტრის შეფასებით, მიმდინარე წელს რისკის წინაშე 2 მილიონი სამუშაო ადგილი აღმოჩნდება. დასაქმების ბაზარი აღდგენას, სავარაუდოდ, 2023 წლიდან დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ თებერვლის ბოლოს რუსეთს მხოლოდ 3 მილიონი უმუშევარი ჰყავდა, რაც რეკორდულად დაბალ მაჩვენებელთან ახლოს იყო.

თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ქვეყნის ეკონომიკა თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა რეცესიისკენ წაიყვანა. რყევა დამსაქმებლებს შემცირებული სამომავლო პერსპექტივის წინაშე აყენებს, რადგან ინფლაციამ შინამეურნეობების ბიუჯეტი გაარღვია, უცხოურმა ბიზნესებმა ოპერაციები შეაჩერეს, ხოლო სანქციებმა რუსეთის წვდომა ტექნოლოგიებზე და ფინანსებზე შეამცირეს.

დასაქმების მცოცავი კრიზისი ქვეყანაში ეტაპობრივად ვითარდება, რაც ნაწილობრივ პუტინის თამაშის გეგმას უკავშირდება, რომელიც წინა ვარდნის დროს გამოიყენა და სავარაუდოდ, ახლაც გამოიყენებს. მთავრობისგან ზეწოლის ფონზე, ფირმები თანამშრომლების გათავისუფლების ნაცვლად ხელფასებს შეამცირებენ და ნახევარ განაკვეთზე ან აუნაზღაურებელ შვებულებებზე გადავლენ. ამასთან, ბევრი უცხოური კომპანია, რომელმაც რუსეთის ბაზარი დატოვა, ჯერჯერობით თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდას განაგრძობს.


შრომის სამინისტრო ვარაუდობს, რომ მარტის ბოლოს თითქმის 100,000 დასაქმებული გათავისუფლდა სამსახურიდან და მხოლოდ 14,000-ს მოუწია აუნაზღაურებელ შვებულებაში გასვლა. სამინისტროს მიხედვით, დამსაქმებლები ჯერჯერობით 50,000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავენ.

ასევე, გაუარესებული დემოგრაფია და ასობით ათასი ადამიანის ქვეყნიდან გადინება დასაქმების ბაზარზე კიდევ უფრო გაზრდის ზეწოლას, განსაკუთრებით, თუ მიგრანტი მუშაკებისთვის რუსეთი არასასურველი დანიშნულება გახდება.

მაკროეკონომიკის და მოკლევადიანი პროგნოზების ცენტრის ანალიზის მიხედვით, გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა მარტის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე, წინა თვესთან შედარებით, მეხუთედით შემცირდა.

ინფლაციასთან ერთად, უმუშევრობა რუსებისთვის ახლა მთავარი საზრუნავია. კონტრასტისთვის, თებერვალში სამსახურის დაკარგვა VTsIOM-ის შიშების ყოველთვიურ ინდექსში თითქმის ყველაზე ბოლოს ფიქსირდებოდა.


წყარო: bloomberg   businessformula.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up