რუსეთში ვაშლის თვითღირებულება საბაზრო ფასს ასცდა – შეზღუდავენ თუ არა ქართული ხილის იმპორტს?

რუსეთში ვაშლის თვითღირებულება საბაზრო ფასს ასცდა – შეზღუდავენ თუ არა ქართული ხილის იმპორტს?

access_time2021-07-29 14:00:29

რუსეთმა, შესაძლოა, ვაშლის იმპორტს შეზღუდვა დაუწესოს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მოთხოვნით რუსმა მეხილეებმა მიმართვა უკვე გაუგზავნეს ქვეყნის პრემიერ მიშუსტინს. ამის არგუმენტად ბიზნესმენები ხილის მოყვანისთვის საჭირო სასუქებისა და შხამქიმიკატების 50%–ით გაძვირებას ასახელებენ, რაც მათ მიერ მოყვანილი ვაშლის თვითღირებულებას კილოგრამზე 30 რუბლამდე სწევს.


რუსი პარტნიორების პოზიცია ცნობილია ქართველი ექსპორტიორებისთვისაც. თუმცა „ქართული ხილის“ თანადამფუძნებლი სოსო მანჯავიძე ექსპორტთან დაკავშირებულ პრობლემას რუსეთიდან, უშუალოდ ამ მიზეზით, არ ელოდება.


„რუსეთი საქართველოსთვის მიიჩნევა, როგორც არასანდო პარტნიორი, შეიძლება შეგვზღუდონ, ბაზარი დაგვიკეტონ და სხვა. შეიძლება ამით დავზარალდეთ და არა გადასახადის ზრდით, რასაც ბოლო პერიოდში ისედაც ველოდით. ასეთი არასასიამოვნო სიახლისთვისაც მზად ვართ“, – განაცხადა „კომერსანტთან“ საუბარში სოსო მანჯავიძემ.


მისი თქმით, შხამ ქიმიკატების შემცველობასთან დაკავშირებით ქართული ხილი რუსეთის ფიტო-სანიტარულმა სამსახურებმა შეამოწმეს და დამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა.



„პესტიციდები დიდი პრობლემაა, ამიტომ ყველა ქვეყანა, მათ შორის რუსეთიც, ცდილობს, ზომები გაამკაცროს. აღნიშნულთან დაკავშირებით დიდი მუშაობა მიდის ადგილობრივ ბაზარზეც, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რომ კონტროლი გააძლიეროს. პრობლემა ძირითადად მცირე ფერმერულ მეურნეობებს უკავშირდება, რადგან ცდილობენ, მალე დაამწიფონ ხილი, ბევრი მოსავალი მიიღონ და ამისთვის ჭარბად იყენებენ პესტიციდებს, რაც დაუშვებელია. მთავრობის დონეზე დიდი მზაობაა და ალბათ, ეს პრობლემაც მოგვარდება, სხვა მხრივ ჩვენ რუსეთის ბაზარზე არანაირი დაბრკოლება არ გვაქვს“, - აცხადებს ქართული ხილის ექსპორტიორი.


სოსო მანჯავიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული ვაშლი სწორედ რუსეთში იყიდება. 


როგორც რუსული მედია წერს, რუსი მეხილეების პოზიცია განპირობებულია ვაშლის წარმოების გაზრდილი თვითღირებულებით, რის გამოც დიდი პრობლემა აქვთ. კერძოდ, თუ ადგილზე 1 კგ. ვაშლის სარეალიზაციო ფასი 25 რუბლია, თვითღირებულება 30 რუბლს შეადგენს და ამით ადგილობრივი წარმოება ზარალდება.


ცნობილია, რომ ყველაზე მეტი ქართული ვაშლი შარშანაც რუსეთში გაიყიდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის 1–ლი აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 13 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი, რაც რეკორდულია უკანასკნელი 20 წლის მაჩვენებლების მიხედვით და რომლის ღირებულებამ $5.6 მლნ შეადგინა.


2020 წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 12.5 ათასი ტონა.

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up