რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომელიც ელექტრონული გაწვევის ფორმას აწესებს და წვევამდელებს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში გამოცხადებამდე ქვეყნის დატოვებას უკრძალავს.
ცვლილებები გაწვევის მიღების შემდეგ გამოუცხადებლობის შემთხვევაში პირებზე სესხების გაცემას და მათთვის ავტომობილის მართვის უფლებასაც აკრძალავს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი რუსეთის საკანონდებლო ორგანომ მის განხილვამდე გამოაქვეყნა.
სხვა სიახლეებს შორისაა თადარიგში ჩარიცხვის შესაძლებლობა კომისარიატში პირადად გამოცხადების გარეშე და მანქანის ტარების უფლებაზე უარი მათთვის, ვინც თავს აარიდებს სამხედრო სამსახურს.