რუსეთში, ყაზანის დასავლეთით, გაზსადენზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავდა.
აფეთქება კალინინოს მახლობლად, ვოლგის ქალაქ ყაზანიდან დასავლეთით 150 კმ-ში, ცენტრალურ რუსეთში მოხდა. Reuters-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი — დაშავდა და გაზის მიწოდება შეფერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გაზსადენზე გეგმიური ტექნიკური სამუშაოების ჩატარების დროს აირმა გაჟონა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა მიწისქვეშა გაზსადენზე, რომლითაც ბუნებრივ აირს, უკრაინის ტერიტორიის გავლით, ევროპა იღებს. მომხდარის გამო გაზსადენით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება შეწყდა.