Inditex-მა, რომელიც ფლობს ტანსაცმლის რამდენიმე პოპულარულ ბრენდს, გამოაცხადა რუსეთში ყველა მაღაზიისა და ონლაინ პლატფორმის შეჩერების შესახებ. კერძოდ, კომპანია დახურავს Zara, Massimo Dutti, Bershka, Oysho, Pull & Bear, Stradivarius-ის მაღაზიებს. ამის შესახებ Bloomberg კომპანიაზე დაყრდნობით იტყობინება.
„შექმნილ ვითარებაში კომპანია ვერ უზრუნველყოფს რუსეთის ფედერაციაში ოპერაციების უწყვეტობის გარანტიას და დროებით აჩერებს თავის საქმიანობას“, - ნათქვამია Inditex-ის განცხადებაში.
რუსეთში Inditex ჯგუფის 502 მაღაზიაა. რუსეთის ბაზარი კომპანიის გლობალური მოგების დაახლოებით 8,5%-ს შეადგენს.
მანამდე რუსეთში მუშაობა შეაჩერეს ტანსაცმლის ისეთმა მაღაზიებმა, როგორიცაა H&M და Mango.