რუსეთში Zara-ს ტანსაცმლის მაღაზიების გახსნა იგეგმება – როგორ იცილებენ სანქციებს გლობალური კომპანიები

რუსეთში Zara-ს ტანსაცმლის მაღაზიების გახსნა იგეგმება – როგორ იცილებენ სანქციებს გლობალური კომპანიები

access_time2022-05-23 17:00:52

ესპანური ჰოლდინგი Inditex რუსეთში Zara-ს ტანსაცმლის მაღაზიების გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Izvestia წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ Zara ბაზარს შესაძლოა სხვა ბრენდით დაბრუნდეს - მაგალითად ისე, როგორც სწრაფი კვების რესტორნების ქსელი McDonald's და საიუველირო სახლი Pandora. Inditex-მა უკრაინაში დაწყებული ომის გამო რუსეთში მუშაობა მარტის დასაწყისში შეაჩერა.

 

როგორც გამოცემას წყარომ განუცხადა, Zara-ს რუსეთში დაბრუნება მაღაზიების ადგილობრივ პარტნიორზე გაყიდვით შეუძლია. ასევე, ესპანურ Inditex-ს შეუძლია ბიზნესი ახალ იურიდიულ პირზე დაარეგისტრიროს.

 

„როგორც McDonald's და Pandora-ს შემთხვევაში, ბიზნესი შეიძლება გადაეცეს სათავო ოფისის პარტნიორს. რუსეთში სწორედ ის გაყიდის კომპანიის საქონელს, მაგრამ განსხვავებული ნიშნით“, - განუცხადა გაზეთს წყარომ.

 

ამასთან, სავაჭრო ცენტრების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ბულატ შაკიროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ Zara-ს წარმომადგენლებს მაღაზიების უახლოეს პერიოდში გახსნის შესახებ ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ.


 

მოდის საცალო ვაჭრობის კომპანიამ რუსეთში 502 მაღაზია დახურა და ონლაინ გაყიდვები შეწყვიტა. Inditex-ს ტანსაცმელს Zara, Bershka, Pull and Bear, Stradivarius, Massimo Dutti, Oysho ბრენდებით ყიდის.

 

19 მაისს ცნობილი გახდა, რომ პოლონური ტანსაცმლის მწარმოებელი LPP Group, რომელიც Reserved, Cropp, House, Mohito და Sinsay ბრენდებს მართავს, რუსულ განყოფილებას ჩინურ კონსორციუმს მიყიდის. მათ საკუთრებაში არსებული ბრენდების მაღაზიები მომავალ შაბათ-კვირას გაიხსნება. LPP ჯგუფმა ყველა სავაჭრო ობიექტი რუსეთში მარტის ბოლოს დახურა.

 

იმავე დღეს მაკდონალდსის კორპორაცია (MCD.N) თავის რუსულ ბიზნესს მის ამჟამინდელ ლიცენზიანტს ალექსანდრე გოვორს მიჰყიდის და რესტორნები ახალი ბრენდის ქვეშ იმუშავებენ, რაც ქვეყანაში მაკდონალდსის ყოფნას დაასრულებს.

 


თეგები:
Zara



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up