რუსეთზე ორიენტირებული ექსპორტი ვერც ომმა გადააწყო - რა იზიდავთ ქართველ ექსპორტიორებს რუსულ ბაზარზე

რუსეთზე ორიენტირებული ექსპორტი ვერც ომმა გადააწყო - რა იზიდავთ ქართველ ექსპორტიორებს რუსულ ბაზარზე

access_time2022-04-01 10:00:43

რუსეთზე დამოკიდებულება ქართული წარმოებისა და ექსპორტისთვის გამოწვევად რჩება. როგორ აღმოჩნდა, ქართველი მეწარმეების უმეტესობა კვლავ არასტაბილური რუსული ბაზრის იმედადაა და მდგომარეობის გამოსწორებას ელოდება. ,,ექსპორტის განვითარების ასოციაციის“ უფროსი მრჩეველი გიორგი გუდაბაძე ,,კომერსანტთან“ იმ რამდენიმე მიზეზზე საუბრობს , რაც ბიზნესის რუსეთზე დამოკიდებულებას განაპირობებს, მათ შორის, მარტივი ლოგისტიკა, ფასები და გადახდის სისტემა, რომელიც შექმნილ სიტუაციაში ექსპორტიორების ნაწილისთვის უფრო მისაღებია.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.


,,ძალიან ცოტაა კომპანიების რაოდენობა, რომელმაც ბოლო პერიოდში ბაზრის დივერსიფიცირება მოახდინა. საქმე ისაა, რომ ბიზნესის დიდი ნაწილი ვერც გადაეწყო და რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება კვლავ მაღალ მაჩვენებელზე რჩება. ამ მხრივ ვერც გამოცდილებამ გვიშველა - 2006 წელს რუსეთის მხრიდან დაწესებულმა ემბარგომ საქართველოს ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა. ფაქტობრივად ჩვენი საგარეო ვაჭრობის 90%–ზე მეტი (სასურსათო და არასასურსათო პროდუქცია) რუსეთზე იყო დამოკიდებული. 2012 წელს გაიხსნა ბაზარი, რასაც ეკონომიკურად უარყოფითად ვერავინ შეაფასებს, მაგრამ ბაზრების დივერსიფიცირება უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენი ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესთან, წლების განმავლობაში მეწარმეებს ვაფრთხილებთ რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეზე და  მოვუწოდებთ ბაზრების დივერსიფიცირება მოახდინონ. აგრესორ ქვეყანას ნებისმიერ მომენტში შეუძლია ემბარგო ან სხვა ტიპის შეზღუდვა დაგვიწესოს და ხელი შეუშალოს ვაჭრობას. ახლა ბუნებრივად გაჩნდა ეს პრობლემა რუსეთ-უკრაინის ომის გამო, მაგრამ ამისთვის მზად არავინ აღმოჩნდა“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ გიორგი გუდაბაძე.


მისი თქმით, მოკლევადიან პერიოდში ნაკლებად სავარაუდოა საგარეო ვაჭრობაში არსებული პრობლემის დარეგულირება, ამიტომ ექსპორტიორებს სხვა გამოსავალი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე გადაეწყონ და დაიცვან ბიზნესი.



,,ჯერჯერობით არ ველოდებით, რომ დადებითისკენ შეიცვლება სიტუაცია მომდევნო თვეების განმავლობაში. კვლავ დიდწილად  ვართ დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის ნაწილში. ცხადია, ბიზნესი ირჩევს რუსეთს იმიტომ, რომ ექსპორტი ამ მიმართულებით ბევრად მარტივია, ენობრივი ბარიერი არ არსებობს, ლოგისტიკა გაცილებით ადვილია და მისაღებია გადახდის პრინციპით - წინსწრებად ფულის მიღება. ევროპაში ასე არ ხდება. მესმის, რომ ზოგადად საბრუნავი კაპიტალის ნაკლებობაა ქვეყანაში, მაგრამ არსებობს უამრავი მექანიზმი, რომლის შემუშავება შესაძლებელია. ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა სწორი დიალოგი კერძო სექტორთან ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით. უნდა შემუშავდეს გეგმა-სტრატეგია, რაც პირდაპირ იქნება ორიენტირებული  განვითარებასა და რუსეთის ბაზრის ჩანაცვლებაზე. თუ დაველოდებით, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება, ძალიან ცუდია. როგორც აღვნიშნე, ბევრი მეწარმე ისევ რუსულ ბაზარზე ფიქრობს და ელის სიტუაციის დასტაბილურებას, რომ  გაააქტიუროს რეალიზაცია, ეს არის სირცხვილი და ძალიან ცუდი ფაქტი“, - აცხადებს გიორგი გუდაბაძე.


არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 2021 წელს საქართველომ რუსეთიდან 1.3 მლრდ აშშ დოლარამდე შემოსავალი მიიღო, რაც ქვეყნის მშპ-ის 6.7%-ის ტოლია.


ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წელს რუსეთი ჩინეთის შემდეგ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო ექსპორტის მიმართულებით. ამასთან, წინა წელთან შედარებით 38%-ით გაიზარდა ექსპორტიც და 610 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რომ პანდემიამდელ პერიოდზე მაღალია.


2021 წელს თურქეთის შემდეგ რუსეთს მეორე ადგილი ეკავა იმპორტშიც. გასულ წელს საქართველოში 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქტი შემოვიდა პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს 51 მლნ აშშ დოლარით გადააჭარბა.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up