„რუსეთზე ტურისტული დამოკიდებულებით ჩვენ რეალურად შევდივართ ჩიხში“ - რატომ არ მუშაობს რუს ტურისტებზე „ტრეფიკ თრეველი“

„რუსეთზე ტურისტული დამოკიდებულებით ჩვენ რეალურად შევდივართ ჩიხში“ - რატომ არ მუშაობს რუს ტურისტებზე „ტრეფიკ თრეველი“

access_time2022-12-15 12:30:22

ჩვენ, უკრაინის ომამდე გაცილებით ადრე მივიღეთ გადაწყვეტილება - არ მოვემსახუროთ რუს ტურისტებს. ეს არ არის მარტივი ფინანსურად, თუმცა არც კონვერტირდება ასე - ამის შესახებ კომპანია „ტრეფიკ თრეველის" მმართველმა პარტნიორმა ცოტნე ჯაფარიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.


„რუსეთზე ტურისტული დამოკიდებულებით ჩვენ რეალურად შევდივართ ჩიხში და ვხდებით მასტურიზმის ქვეყანა. ჩვენ, უკრაინის ომამდე გაცილებით ადრე მივიღეთ გადაწყვეტილება - არ მოვემსახუროთ რუს ტურისტებს. ეს არ არის მარტივი ფინანსურად, თუმცა არც კონვერტირდება ასე. თანხობრივად, ამას ვერ დათვლი, ეს არის ფასი, რომელსაც ჩვენ თავისუფლებაში ვიხდით და ვერც ლარებში, ვერც დოლარებში და ვერც რუბლებში ვერ დაითვლება. რა თქმა უნდა, არ ვნანობთ ამ გადაწყვეტილებას და არც არასოდეს შევცვლით. იმდენი პრობლემა მოჰყვებოდა მათთან ურთიერთობას და რუსებთან მუშაობას, რომ გადავწყვიტეთ, სჯობდა გაგვეწყვიტა მათთან კონტაქტები", - განაცხადა ჯაფარიძემ.


მისივე თქმით, სახელმწიფო არასწორად გეგმავს მარკეტინგულ კამპანიებს და შედეგად, სამიზნე ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების აღდგენა საერთო მაჩვენებელში ნაკლებია.



„საქართველო ტურიზმის მიმართულებით 2019 წლამდე ნორმალურად მიდიოდა. 2018-2019 წლებში გენერირდა ყველაზე მეტი შემოსავალი სექტორში. მერე იყო პანდემია და გასაგებია, როგორც ყველგან, ჩვენთაც დიდი უძრაობის პერიოდი, ახლა კი, სწორ რელსებზე დაბრუნებას ვერ ვახერხებთ. ისევ არ ვახდენთ ჩვენს პოზიციონირებას და სწორი მარკეტინგული კამპანიების წარმოებას სპარსეთის ყურის ქვეყნებში, საიდანაც, ძალიან ბევრი ტურისტი გვყავდა. ისევ ქაოტურია განვითარება. რომ ავიღოთ მაღალგანვითარებული ქვეყნები, რომელიც ჩვენი მიზნობრივი ბაზარი უნდა იყოს, იქედან აღდგენა მხოლოდ 40% იყო და არა 65%, როგორც აპელირებენ", - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ „საქმეში".


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up