რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია "ინტერროსი", რომლის მფლობელიც ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, ვლადიმირ პოტანინია, ბანკირ ოლეგ ტინკოვის ოჯახთან დაახლოებული კომპანია TCS Group-ის ("ტინკოფ ბანკის") აქციათა 35%-ს იძენს.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, TCS Group-ის აქციათა 35%-ის ღირებულება 2,4 მილიარდ დოლარს შეადგენს. მაგრამ საინფორმაციო სააგენტო "ერბეკას" ცნობით, აქციების შესყიდვაზე მიმდინარე მოლაპარაკების დროს განიხილებოდა თითქმის 7-ჯერ ნაკლები, 350 მილიონი დოლარის მოცულობის თანხა.
"დადგა დრო გავიდე პენსიაზე და ოჯახს და ჯანმრთელობას მივხედო", - განაცხადა ამ გარიგების კომენტირებისას ტინკოვმა.
მანამდე "ტინკოფ ბანკის" დამფუძნებელმა, ოლეგ ტინკოვმა, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. კერძოდ, მან ომს "უაზრო", მის მხარდამჭერებს კი - "დებილები" უწოდა.
საფინანსო ჯგუფ "ტინკოფში" ბანკირის განცხადებას უწოდეს მისი "პირადი აზრი" და აღნიშნეს, რომ იგი უკვე აღარ იღებს გადაწყვეტილებებს და აღარ არის კომპანიის თანამშრომელი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ "ტინკოფ ბანკსა" და ჯგუფს შეეცვალა სახელი, მაგრამ ახალი სახელწოდებაც ჯერჯერობით არ მჟღავნდება.
RADIOTAVISUPLEBA.ORG