რუსეთმა გააუქმა 2022 წლისთვის დაგეგმილი მისია მთვარეზე. კოსმოსური აპარატი „ლუნა-25“-ის გაშვება მომავალი წლის შუამდე გადაიდო. ამის შესახებ 7 სექტემბერს განაცხადა სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა იური ბორისოვმა, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
ეს ქვეყნის ისტორიაში მთვარეზე პირველი მისია იქნებოდა. საბჭოთა კავშირმა მთვარეზე უკანასკნელად 1976 წელს გაგზავნა ზონდი.
„როსკოსმოსში“ მისიის გადადება ახსნეს პრობლემებით მოწყობილობაში, რომელიც აუცილებელია რბილი დაჯდომისთვის.
მისიას ავტომატური ზონდი უნდა გაეგზავნა კვლევისთვის მთვარის სამხრეთ პოლუსის მიდამოებში. ამავე დროს პროექტი საფუძველი უნდა გახდეს მთვარის აპარატების მომავალი სერიისთვის.
რუსეთმა ადრე გამოაცხადა ამბიციური პროგრამის შესახებ, რომელიც უნდა დაგვირგვინებულიყო მთვარეზე საცხოვრებელი ბაზის შექმნით. „როსკოსმოსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი როგორზინმა პირობა დადო, რომ მთვარის გარშემო პილოტირებული შემოფრენა 2024 წლისთვის განხორციელდება, მასზე პირველი კოსმონავტების გადასხმა კი - 2030 წელს. მოგვიანებით მთვარეზე გადასხდომის ვადამ „როსკოსმოსის“ გეგმებში ერთი წლით გადაიწია, მთვარის გარშემო შემოფრენისამ კი ოთხი წლით.
წყარო: radiotavisupleba.ge/