რუსი მილიარდერის იახტა გიბრალტარში კონფისკაციის შემდეგ აუქციონზე გაიყიდა

რუსი მილიარდერის იახტა გიბრალტარში კონფისკაციის შემდეგ აუქციონზე გაიყიდა

access_time2022-08-24 20:30:00

სუპერიახტა Axioma, რომელიც რუს მილიარდერ დმიტრი პუმპიანსკის ეკუთვნოდა, აუქციონზე გაიყიდა გიბრალტარში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა გაიყიდა აქტივები, რომელთა კონფისკაცია მოხდა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო. ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება.


შეთავაზებულ ფასსა და მყიდველის ვინაობას არ იტყობინებიან. აცხადებენ, რომ გარიგების შესახებ ინფორმაცია ორ კვირაში გამოქვეყნდება. აუქციონის ორგანიზატორთა თანახმად, ვაჭრობის განმავლობაში მიიღეს 63 შეთავაზება, მაგრამ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს.


Axioma-ს, რომელიც პუმპიანკიმ 75 მილიონ დოლარად იყიდა 2013 წელს, 2022 წლის მარტში უყვეს კონფისკაცია - მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და აშშ-მა მილიარდერის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო. დაწესებული შეზღუდვების გამო პუმპიანსკის კომპანიას საშუალება არ მისცეს, ამერიკული ბანკის, JP Morgan-ის ვალი გაესტუმრებინა. ბანკმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ პუმპიანსკის კომპანიას მისი 20 მილიონ დოლარზე მეტი მართებს და გიბრალტარის სასამართლოებს სთხოვა, დაეკავებინათ და გაეყიდათ იახტა.



დმიტრი პუმპიანსკი მილების მწარმოებელი მსოფლიოში უდიდესი კომპანია ТМК-ს მფლობელი და ხელმძღვანელი იყო. 2022 წლის მარტში, მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, პუმპიანსკი გავიდა ТМК-ს ბენეფიციარებიდან და დირექტორთა საბჭოდან. დიდმა ბრიტანეთმა მაშინ განაცხადა, რომ პუმპიანსკი „პუტინის ერთ-ერთი უახლოესი“ ოლიგარქია.


www.radiotavisupleba.ge



თეგები:
იახტა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up