რუსი ოლიგარქის იახტა აუქციონზე 23 აგვისტოს გაიყიდება

რუსი ოლიგარქის იახტა აუქციონზე 23 აგვისტოს გაიყიდება

access_time2022-07-29 18:30:00

რუსი ოლიგარქის მდიდრული 72-მეტრიანი სუპერიახტა, Axioma 23 აგვისტოს აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ წინასწარი გაყიდვის ბუკლეტში წერია, რომელიც Forbes-მა მოიპოვა.


იახტა მილების მწარმოებელი უმსხვილესი რუსული კომპანიის, TMK-ის ყოფილ თანამფლობელ დიმიტრი პუმპიანსკის ეკუთვნოდა, რომელმაც ის 2013 წელს 68 84 მლნ დოლარად შეიძინა.


Axioma მარტის ბოლოს გიბრალტარში დააკავეს. ფორმალურ მიზეზად J.P. Morgan-ის მიმართ 12,5 მლნ დოლარის დავალიანება დასახელდა, რაც პუმპიანსკიმ იახტის შესაძენად გამოიყენა. პუმპიანსკის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ ორგანიზაციამ, რომელზეც იახტა იყო დარეგისტრირებული, სესხის მომსახურება შეწყვიტა, რის შემდეგაც გემი ბანკის მოთხოვნით დააკავეს. მოგვიანებით გიბრალტარის სასამართლომ იახტის აუქციონზე გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. მინიმალური სავაჭრო ფასი დადგენილი არ არის.


აუქციონი წარმატებული KYC-ის, ანუ საიმედოობაზე კლიენტის შემოწმების საფუძველზე იმავე დღეს დაიხურება, ხოლო გაყიდვიდან მიღებული თანხა გიბრალტარის სასამართლოს გადაერიცხება.


Axioma-ს არა მხოლოდ თავად პუმპიანსკი იყენებდა, არამედ ის აქტიურად ქირავდებოდა კიდეც. ზამთრის სეზონზე იახტის დაქირავების ღირებულება კვირაში 295 000 ევროს შეადგენდა, რაც ზაფხულში 450 000 ევრომდე იზრდებოდა. 2021 წლის შემოდგომაზე გემთმშენებელმა Dunya Yachts-მა 48-მეტრიანი იახტის, My Bro-ს მშენებლობა დაიწყო, რომელიც Axioma-სთვის დამხმარე გემი უნდა ყოფილიყო. მშენებლობის ღირებულება 25-30 მლნ დოლარად იყო შეფასებული.



თავად Axioma-ს 12-მდე სტუმრისა და 20 კაციანი ეკიპაჟის განთავსება შეუძლია. იახტა გარე ჯაკუზით, საცურაო აუზით, მასაჟის ოთახით, ლიფტით, ჰიდროციკლების ავტოფარეხით არის აღჭურვილი. მას, ასევე, ბევრი ლაუნჯ-ზონა როგორც შიდა, ისე გარე ტერიტორიაზე აქვს. იახტაზე განთავსებულია რვაკაციანი 3D კინოთეატრიც, რომელიც ქვედა გემბანზე მდებარეობს.


ფორმალურად 72-მეტრიანი გემი ჰოლდინგურ კომპანია Pyrene Invests-ს ეკუთვნის, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე არის რეგისტრირებული. თუმცა გემის რეალური ბენეფიციარი დიმიტრი პუმპიანსკია. იახტა მალტის დროშის ქვეშ დაცურავდა.


იახტის ექსტერიერის დიზაინი მონაკოში დაფუძნებულმა სტუდია Sterling Scott Yacht Design-მა შეიმუშავა, ხოლო ინტერიერი ფრანგმა, ალბერტო პინტომ დააპროექტა. გემს ფოლადის კორპუსი, ალუმინის ზედნაშენი და ტიის გემბანი აქვს. CAT-ის ორმაგი ძრავები საშუალებას იძლევა, იახტამ მაქსიმალური სიჩქარე 33 კმ/სთ-ში, ასევე, საკრუიზო სიჩქარე 26 კმ/სთ-ში განავითაროს.


იახტა თურქულ ვერფზე, Dynya-ზე აშენდა და თავდაპირველად Red Square („წითელი მოედანი“) ეწოდებოდა. Axioma ყველაზე დიდი ძრავიანი იახტაა, რაც კი თურქეთში აშენებულა. 2020 წელს მას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა, რის შემდეგაც მისმა კორპუსმა ნათელი ფირუზისფერი შეიძინა.


bpn.ge



თეგები:
იახტა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up