რუსი ოლიგარქის იახტაზე ამერიკელებმა სავარაუდოდ ფაბერჟეს კვერცხი აღმოაჩინეს

რუსი ოლიგარქის იახტაზე ამერიკელებმა სავარაუდოდ ფაბერჟეს კვერცხი აღმოაჩინეს

access_time2022-07-22 16:15:40

ფიჯიში დაკავებული რუსი ბიზნესმენის იახტაზე ფაბერჟეს კვერცხის მსგავსი საგანი აღმოაჩინეს. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის მდივნისა და გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ლიზა მონაკომ ამერიკულ ასპენში უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლის დროს განაცხადა, რასაც The Guardian ავრცელბს.

 

ფაბერჟეს ნამდვილი კვერცხის ღირებულება შესაძლოა, მილიონობით დოლარს შეადგენდეს. აშშ თავად იახტას და მის მფლობელს არ ამხელს, თუმცა გამოცემა ვარაუდობს, რომ საუბარია Amadea-ზე, რომლის მფლობელად ვაშინგტონი მილიარდერ სულეიმან ქერიმოვს მიიჩნევს.

 

„​​დაკავებულ იახტებზე ჩვენ მართლაც საინტერესო რაღაცეებს ვპოულობთ. ერთ-ერთ მათგანზე ფაბერჟეს ან სავარაუდო ფაბერჟეს კვერცხი ვიპოვეთ. ასე რომ, ეს საქმე სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება“, - აცხადებს ლიზა მონაკო.

 

მართალია, მან არ დააკონკრეტა, თუ რომელ იახტაზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ გემი ახლა სან-დიეგოს ყურეში არის გაჩერებული, სადაც ის ივნისში ფიჯიდან ჩავიდა. 7 ივნისს ფიჯის უზენაესმა სასამართლომ შეერთებულ შტატებს ნება დართო, სუპერიახტა Amadea, რომელიც ვაშინგტონის მოთხოვნით დააკავეს, კუნძულიდან გაეყვანა. გასული თვის ბოლოს იახტა სან დიეგოში გადაიყვანეს.


 

აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გემი სანქცირებულ რუს მილიარდერ სულეიმან ქერიმოვს ეკუთვნის. იახტის ოფიციალური მფლობელი კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია, Millemarin Investments-ია. კომპანიაში აცხადებენ, რომ გემი ქერიმოვს არ ეკუთვნის და ფიჯისგან მოითხოვდნენ, იახტა აშშ-ისთვის არ გადაეცა.

 

ლიზა მონაკო ამბობს, რომ თუ აღმოჩენილი კვერცხის ავთენტურობა დადასტურდება, მისი ღირებულება შესაძლოა, მილიონობით დოლარი იყოს. იუველირმა, კარლ ფაბერჟემ რუსეთის იმპერიის სამეფო ოჯახისთვის მხოლოდ 50 კვერცხი დაამზადა, რომლიდანაც ყველა არ შემორჩენილა.

 

„ჩვენს სამართალდამცავ კოლეგებთან ერთად მთელს მსოფლიოში ვმუშაობთ ამ იახტების გამოსავლენად, რომ სასამართლოს გზით ისინი დავაპატიმროთ და შემოსავალი მივიღოთ“, - აცხადებს მონაკო.

 

ის ამბობს, რომ უკრაინის აღდგენისთვის დაპატიმრებული აქტივებიდან მოგების კონფისკაციის იდეას მხარს უჭერს.


bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up