დმიტრო კულებამ მსოფლიოს რუსი სამხედრო დამნაშავეებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ტვიტერში“ დაწერა.
„ჩვენ გვჭირდება სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიული დანაშაულებისთვის, რათა რუსეთის ხელმძღვანელობა პასუხისგებაში მიეცეს. გუშინ ვილნიუსში ამ საკითხზე პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე ვისაუბრე. მადლობელი ვარ ორგანიზატორების და ვიმეორებ ჩემს მოწოდებას მხარი დავუჭიროთ ტრიბუნალის შექმნას“, – წერს დმიტრო კულება.
We need a special Tribunal for the Crime of Aggression against Ukraine to hold Russian leadership to account. Yesterday, I addressed the first International Conference on this issue in Vilnius. Grateful to organizers and reiterate my call to support the creation of the Tribunal.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) May 7, 2022