ინტერფაქსის ოფისში ტყვედ ჩავარდნილებმა რუსმა სამხედროებმა პრესკონფერენციაზე აღიარებითი ჩვენებები მისცეს და დავალების დეტალებზე ისაუბრეს. მათ მოუწოდეს სხვა რუს სამხედროებს უარი თქვა უკრაინაზე თავდასხმასა და საბრძოლო მოქმედებებზე.
რუსი იგორ რუდენკო რუსი სამხედროების ქმედებას უკრაინაში, ფაშისტურს უწოდებს.
"ხალხი იმალება შიშით, სიცივეში, საკვების გარეშე ბომბების თავშესაფრებში, სარდაფებში. ბავშვები კვდებიან. ეს უარესია, ვიდრე 1941 წელს. ჰიტლერსაც კი არ შეეძლო ამის გაკეთება", - თქვა რუდენკომ და აღიარა, რომ 2014 წელს მან უღალატა უკრაინას და ყირიმში გადავიდა რუსეთის მხარეს. მან ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებს საკუთარი ხარჯებით უწევდათ თეთრი საღებავის ყიდვა, რათა მათ აღჭურვილობაზე ასო „Z“ დაესვათ.
რუსი იგორ რუდენკო ყვება, რომ ყირიმში ბაზირებულ ნაწილებს 20-23 თებერვალს გადასცეს საბრძოლო მასალა და პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები. 20 თებერვალს მათ უბრძანეს შეჭრა სოფელ სლავნეში.