რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ ანდრეი კლიმოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში „სამხედრო ოპერაცია“ მალე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაცია უკრაინაში საკმაოდ მალე დასრულდება, მის დროში გაწელვას ჩვენ არ ვაპირებთ“, – განაცხადა სენატორმა.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.