რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ევროკავშირმა ფრენები აკრძალა, თუმცა რუსი ტურისტები ევროპაში სხვადასხვა მიმართულებით მოგზაურობას მაინც ახერხებენ - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა businessinsider ავრცელებს.
რუსი დამსვენებლები დანიშნულების ადგილამდე წრიული მარშრუტებით ან, თუ მათი ადგილმდებარეობა საშუალებას იძლევა, უბრალოდ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის საზღვრის გავლით ფინეთისკენ და ჰელსინკი-ვანტაას საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალი გზით მიდიან.
ევროკავშირში ფრენების აკრძალვის შემდეგ, ფინეთი რუსი ტურისტებისთვის მთავარი სატრანზიტო ცენტრი გახდა, იმდენად რამდენადაც, რუსები თავიანთი ძვირადღირებული მანქანების ავტოფარეხს ჰელსინკის აეროპორტში აწყობენ.
მას შემდეგ, რაც 15 ივლისს რუსეთმა მოგზაურობასთან დავშვრებით covid შეზღუდვები შეამსუბუქა, საზღვრის კვეთა მხოლოდ ერთ თვეში 80% ით გაიზარდა. აღნიშნულმა ვითარებამ ბევრი ფინელი გააბრაზა, რადგან მათ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, რუსი ტურისტების ფინეთში დასასვენებლად მიღება უჭირთ.
1-ლი სექტემბრიდან ფინეთი რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვას გეგმავს, თუმცა რუსები ევროკავშირის სხვა ქვეყნების მიერ შენგენის ზონაში გაცემული ვიზებით ფინეთში შესვლას მაინც შეძლებენ. შენგენის წესის მიხედვით ფინეთს
ევროკავშირის საგარეო საქმეა მინისტრები მომავალ კვირას რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის აკრძალვაზე იმსჯელებენ.