რუსლან სტეფანჩუკი: ჩვენი თავდაცვის სამინისტროს პროგნოზით, მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ომი გაგრძელდება და გაძლიერდება

რუსლან სტეფანჩუკი: ჩვენი თავდაცვის სამინისტროს პროგნოზით, მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ომი გაგრძელდება და გაძლიერდება

access_time2022-04-12 22:50:00

ჩვენი თავდაცვის სამინისტროს პროგნოზით, მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ომი გაგრძელდება და გაძლიერდება. უკრაინის ხელმძღვანელობის ძირითად ამოცანად რჩება აგრესიის უკუგდება, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება, - ამის შესახებ „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.


„გიგზავნით გულწრფელ სალამს თქვენი მეგობარი უკრაინიდან. დიდ მადლობას გიხდით ტრადიციული ისტორიული მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი ხალხები გრძნობენ ერთმანეთის მიმართ. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენ ამას ვგრძნობთ ახლაც. ძალიან ბევრი სასახელო, მამაცი მებრძოლი ეხმარება უკრაინას ამ ბრძოლაში მთელი ცივილიზაციის მომავლისთვის. პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმის ოცნება იყო, რომ უკრაინა აეღო 48 საათში. ეს არ გამოუვიდა არც 48 საათში და არც 48 დღეში. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგის ინტერესები დღევანდელი მდგომარეობით გადასახედია. ისინი უკვე აღარ საუბრობენ კიევზე, მთლიანად უკრაინაზე. მათი ინტერესი მიმართულია უკრაინის აღმოსავლეთით. რუსეთი აგრძელებს თავისი სამხედროების გადაადგილებას უკრაინის აღმოსავლეთის მიმართულებით და აგრძელებს სამხედრო მოქმედებებს. ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებში, ასევე კრამატორსკთან ახლოს. ჩვენი თავდაცვის სამინისტროს პროგნოზით, ომი გაგრძელდება და გაძლიერდება მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში. უკრაინის ხელმძღვანელობის ძირითად ამოცანად რჩება აგრესიის უკუგდება, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება“, - აცხადებს რუსლან სტეფანჩუკი.



imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up