რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი გაიტაცეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მერის გატაცების ამბავთან დაკავშირებით, სწრაფი რეაგირებუისკენ მოუწოდებს.
უწყების განმარტებით, მელიტოპოლის მერის გატაცება კლასიფიცირებულია, როგორც ომის დანაშაული ჟენევის კონვენციებისა და I დამატებითი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც ომის დროს სამოქალაქო მძევლების აყვანას კრძალავს.
ასეთი უხეში დარღვევა იყო 11 მარტს მელიტოპოლის მერის ივან ფედოროვის გატაცება. რუსული ჯარები, რომლებიც უკვე მეორე კვირაა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოებსა და სკოლებზე სარაკეტო თავდასხმებს ხორციელებენ, ცინიკურად არიან განწყობილნი. მერს ტერორიზმში ადანაშაულებს. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას დაუყოვნებლივ უპასუხოს ივან ფედოროვის და სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებას უკრაინაში, გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, რათა შეწყდეს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ბარბაროსული ომი, - აღნიშნულია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას თან საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა ახლავს. კერძოდ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა, ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები, ასევე რუსეთის არმიის მიერ ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევები.