რუსი ოკუპანტების მიერ კიევის ოლქის ქალაქ ვასილკოვზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, ნავთობის საცავი იწვის.
უკრაინული მედია შემთხვევის ასახველ ვიდეომასალას აქვეყნებს. სააგენტოები იუწყებიან, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოკუპანტების იერიშის შედეგად, საცავში ხანძარი გაჩნდა.
ოკუპანტებმა აღნიშნული საცავი 27 თებერვალსაც დაბომბეს.