რუსმა ოლიგარქმა გუცარიევმა კონფისკაციის ასაცილებლად თავისი ბიზნესი უკრაინაში კიდევ ერთხელ გადაარეგისტრირა

რუსმა ოლიგარქმა გუცარიევმა კონფისკაციის ასაცილებლად თავისი ბიზნესი უკრაინაში კიდევ ერთხელ გადაარეგისტრირა

access_time2023-01-13 20:00:20

რუსმა ოლიგარქმა მიხაილ გუცარიევმა, რომელიც უკრაინული სანქციების ქვეშაა, კონფისკაციის თავიდან აცილების მიზნით, თავისი ქონება უკრაინაში გადაარეგისტრირა და ახლა მფლობელი თურქეთის მოქალაქე დოგან მესუთია.  ამის შესახებ ნათქვამია Trap Aggressor-ის გამოძიებაში.

 

რუსი ოლიგარქი მიხაილ გუცარიევი მთავარი აქციონერია კომპანია „საფრანის“, ამ კომპანიის შემადგენლობაში შედიან კომპანია „როსნეფტი“, ნავთობკომპანია „ნეფტისა“, „რუსკი უგოლ“ და “მოსპრომსტროი“. ოქტომბერში ის უკრაინის სანქციების ქვეშ მოექცა.

 

Trap Aggressor-ის გამოძიებაში ნათქვამია, რომ კიევთან ახლოს 80 000 მ2 ფართობის თანამედროვე ლოგისტიკური საწყობები, რომლებიც კომპანია „საერთაშორისო ლოგისტიკის პარტნიორობა - ჩაიკას“ ეკუთვნის, თურქ ბიზნესმენს 12 დეკემბერს გადაურეგისტრირეს.

 

მანამდე, 25 აგვისტოს, პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ ეს შენობა დალუქა, გამოძიების თანახმად, კომპანია „საერთაშორისო ლოგისტიკის პარტნიორობა - ჩაიკა“ არის რუსული საწარმოების „საერთაშორისო ლოგისტიკური პარტნიორობის“ სტრუქტურის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ არის „საფრანის“ ბიზნეს ჯგუფის ნაწილი, რომელიც უშუალოდ გუცარიევს ეკუთვნის.


 

გამოძიებამ დაადგინა, რომ გუცარიევი მუდმივ მხარდაჭერას უწევს რუსეთის ხელისუფლებას, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების ბლოკს და დაჯილდოებულია რუსეთის ფედერაციის არაერთი სახელმწიფო ჯილდოთი.

 

„საერთაშორისო ლოგისტიკის პარტნიორობა - ჩაიკას“ დალუქული ლოგისტიკური საწყობები, ერთ თვეზე ნაკლებ დროში ისევ გაიხსნა. შესწავლის შედეგად დადგინდა დალუქვამდე რამდენიმე წლით ადრე, ქონება სხვა პირზე, უკრაინელ ვიქტორია კუშჩზე იყო გადაცემული. მისი ადვოკატის მტკიცებით, კუშჩს უამრავი მადლობა აქვს უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან, ჯარისა და ეროვნული პოლიციისგან  მიღებული და მისი საქმიანობიდან მიღებული თანხები კონსტიტუციური წესრიგის ხელშეუხებლობისთვის გამოიყენებოდა. სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ საწყობები დაუსაბუთებლად დაილუქა.

 


მაგრამ როგორც Trap Aggressor-მა დაადგინა, კუში 2014 წლიდან ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ასოცირდება რუს ოლიგარქ მიხაილ გუცერიევთან. ამ გამოძიების შედეგების გასაჯაროების შემდეგ იურიდიულ პირთა რეესტრში ცვლილებები გაჩნდა და ახლა კომპანიის ბენეფიციარი თურქეთის მოქალაქე დოგან მესუთია.

 


გამოძიების ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამგვარი ცვლილება შესაძლოა მიუთითებდეს ოლიგარქ გუცერიევის განზრახვაზე, რომ  ყველანაირი საშუალებით აიცილოს უკრაინაში ბიზნესის დაკავება და ჩამორთმევა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up