რეპერმა ტიმატიმ (ტიმურ იუნუსოვმა) იყიდა Starbucks-ის ყავის ქსელის ყველა აქტივი რუსეთში. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდებზე დაწერა.
„ჩვენ არ გავუცრუებთ იმედს ყავის მოყვარულთა მილიონობით არმიას, მაგრამ ამავდროულად ხარისხიან პროდუქტის სრულიად ახალ დონეს მივაღწევთ. ზოგადად, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა არა უბრალოდ შევცვალოთ ნიშანი, არამედ შევქმნათ რეალური იმპორტის ჩანაცვლების ქეისი!” – დაწერა ტიმატიმ ინსტაგრამზე.
ინფორმაცია, რომ ტიმატი ახალი მფლობელი გახდება, დაადასტურა მისმა ბიზნესპარტნიორმა ანტონ პინსკიმ. Starbucks-ის რუსეთის ფედერაციიდან გასვლის შესახებ ცნობილი გახდა მაისის ბოლოს. ზოგიერთმა უცხოურმა კომპანიამ რუსეთის დატოვება უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ დაიწყო. ზოგიერთმა მათგანმა გაყიდა თავისი ბიზნესი რუსეთში და მოახდინა რებრენდინგი.