უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხარკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის ბირთვული კვლევითი რეაქტორი რუსმა სამხედროებმა დაბომბეს. ამას უკრაინის უმაღლესი რადაც ადასტურებს.
რადა უკრაინის სახელმწიფო ბირთვულ მარეგულირებელ ინსპექციას ციტირებს და აცხადებს, რომ ბირთვული დანადგარის ზონაში არ წყდება საომარი მოქმედებები, რის გამოც შეუძლებელია ზარალის დადგენა.
„რუსული არმია კვლავ დაესხა თავს ხარკოვში ბირთვული კვლევის ობიექტს“, - აღნიშნულია უკრაინის პარლამენტის „ტვიტერის“ გვერდზე.