რუსმა სამხედროებმა ქალაქი ხერსონი ღამით აკრძალული საბრძოლო მასალით დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი იაროსლავ იანუშევიჩი ავრცელებს.
„რუსი დამპყრობლები თავს დაესხნენ ქალაქის ტავრისკის უბანს და ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა გამოიყენეს. საბედნიეროდ, რაშისტების ამ თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი ან ინფრასტრუქტურის განადგურება არ მოჰყოლია“, - აღნიშნა იანუშევიჩმა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა აკრძალულია და მისი გამოყენება ქალაქებში ან მის მახლობლად დაუშვებელია.
მედიის ცნობითვე, სამხედრო ობიექტებზე ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სამოქალაქო ადგილებიდან დაშორებულია.