რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ღონისძიების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ღონისძიების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა

access_time2022-05-23 11:30:46



დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. 


კერძოდ, გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების, ასევე, ჭავჭავაძის გამზირის დახმარებით. ცვლილება შეეხება მხოლოდ მაჩაბელის ქუჩას, რომელზეც გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის ქუჩაზე ასათიანის ქუჩიდან.


რუსთაველის გამზირზე შეზღუდვა იმოქმედებს ჯავახიშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის გავლით რესპუბლიკის მოედანზე შემხვევი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება უცვლელი დარჩება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „რუსთაველის“ მხრიდან ზეთის ხილის ხემდე და ბარათაშვილის ხიდიდან პუშკინის ქუჩამდე. 


მელიქიშვილის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ,  ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.  



მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები ზეთის ხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, შეძლებენ, როგორც პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით, ასევე, ჯავახიშვილის ქუჩის გამოყენებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაადგილდნენ.


საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მარშრუტებით:


ავტობუსები: N301, N306, N308, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358,  N388, N397, ასევე, მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541, პ. მელიქიშვილის ქუჩიდან ნ. ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე ზეთის ხილის ხემდე, რომლის შემდეგაც, მობრუნებით განაგრძობენ სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას და იხელმძღვანელებენ არსებული სქემით.


ავტობუსები: N301, N306,  N331, N337, N345, რომლებიც გორგასალის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით, რუსთველის გამზირზე გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას განაგრძობენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით, დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს, შემდგომ კი იხელმძღვანელებენ უკვე არსებული სქემით.

მიკროავტობუსები: N472 და N540 ბარათაშვილის ხიდის გავლით, გადაინაცვლებენ ბარათაშვილის ქუჩაზე და შემდეგ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და  ჯავახიშვილის ქუჩებით გადაადგილდებიან მეტროსადგურ „რუსთაველთან“. შემდგომ, მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ; ავტობუსები - N344, N350, N371 და მიკროავტობუსი - N547, N580 გორგასალის ქუჩიდან იმოძრავებენ მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით; ავტობუსები: N305, N320, N325, N309, N393, N359 მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ მობრუნებით. 


ავტობუსები: N324, N380, N390, N374, N316 და N382, რომლებიც თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, მოძრაობას ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებენ. ასევე, ავტობუსი N383, რომელიც  ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მოძრაობას დაასრულებს ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ).


რაც შეეხება N364 ავტობუსს, იგი ამაღლების ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებს კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით. შემდგომ, სვლას განაგრძობს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, ბარნოვის ქუჩიდან იმოძრავებს შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up