რუსთაველის გამზირზე მდებარე Tommy Hilfiger-ის მაღაზია იკეტება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი მაღაზია 6 აპრილის 18:00 საათამდე იმუშავებს, შემდეგ კი დაიკეტება.
როგორც „კომერსანტს“Tommy Hilfiger-ის მაღაზიაში განუცხადეს, მაღაზიის დაკეტვის მიზეზი არის ის რომ ბრენდი საქართველოს ტოვებს. დამატებით დეტალებზე საუბრისგან კი თავს იკავებენ.