სექტემბრის ტოპ 5 ექსპორტორ კომპანიებში ცვლილებაა. სს „რუსთავის აზოტი“ ანაცვლებს შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის“.
შესაბამისად, 2022 წლის სექტემბრის ტოპ 5 ექსპორტიორი ასე გამოიყურება: RMG Cooper; რუსთავის აზოტი; Caucasasian Metals Terminal; ტოიოტა კავკასია; ჯორჯიან მანგანეზი;
(2021 წლის სექტემბრის ტოპ 5 ექსპორტიორი: RMG Cooper; Caucasasian Metals Terminal; ტოიოტა კავკასია; ჯორჯიან მანგანეზი; სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი).
ცვლილებაა სექტემბრის იმპორტიორებშიც. შპს „რომპეტროლ საქართველომ’’ ხუთეულში შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ ჩაანაცვლა. შესაბამისად ტოპ იმპორტიორები ასე გამოიყურება: Caucasian Metals Terminal; კავკასიის ავტოიმპორტი; რომპეტროლ საქართველო; სან პეტროლიუმ ჯორჯია; ტოიოტა კავკასია.
(2021 წლის სექტემბრის ტოპ იმპორტიორები: Caucasian Metals Terminal; კავკასიის ავტოიმპორტი; სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი; სან პეტროლიუმ ჯორჯია; ტოიოტა კავკასია).